ავტორი:

მძიმე ბრძოლები სამხრეთ უკრაინაში - გატაცებულია რამდენიმე აქტივისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი

მძიმე ბრძოლები სამხრეთ უკრაინაში - გატაცებულია რამდენიმე აქტივისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი

სამხრეთ უკრაინაში, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების საზღვრებთან, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ოფიციალური პირები იუწყებიან.

მათივე ცნობით, რუსები მიკოლაივის რაიონებს ბომბავენ. ზედიზედ მეორე დღეა ბომბავენ ქალაქ ბერეზნეჰუვატეს.

მიმდებარე სოფლებში კი დაბომბვის შედეგად ნათესებს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონში, რომელიც მარტიდან რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, კიდევ რამდენიმე აქტივისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი გაიტაცეს.

"ოკუპანტები და კოლაბორანტები სულ უფრო და უფრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ, მაგრამ ქალაქში ყოველდღე უფრო და უფრო მეტი უკრაინის დროშები და წარწერები ჩნდება“, - აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, გასული 24 საათის განმავლობაში, 1 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათგან დაახლოებით 400 ხერსონის ოლქიდან იყო.