ავტორი:

"აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, წყნარად იყავი" - პრემიერ-მინისტრი აკაკი მინაშვილს

"აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, წყნარად იყავი" - პრემიერ-მინისტრი აკაკი მინაშვილს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი გაიხსენა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელებს ჰკითხა, თუ რა სანქციები დაუწესეს რუსეთს ომის შემდგომ პერიოდში.

“მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, მინდა ყველას შევახსენო მათი დანაშაულებები, მოითმინონ ბოლომდე. დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს რატომ არ შევუერთდით, ანუ ჩვენ ხალხს რატომ არ დავუწესეთ სანქციები, ეს ხომ მაგას ნიშნავს ფაქტობრივად, იმ რისკების გათვალისწინებით, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით.

მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს, ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის - ნული, არაფერი. არაფერი არ გაგიკეთებიათ, არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ.

პირიქით, ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რასაც დარბაზიდან დეპუტატ აკო მინაშვილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პრემიერმა კი მინაშვილს ასე მიმართა:

"ნუ ყვირიხარ, კაცო, კარგად იცი შენ, ნუ არტისტიბ ახლა, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი.

ამის შემდეგ მეგობრებო, სააკაშვილმა დაუწესა ცალმხრივად უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: