ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი და დედამისი არიან მთავარი ოლიგარქები... გიული ალასანიას დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს" - ღარიბაშვილი

"მიხეილ სააკაშვილი და დედამისი არიან მთავარი ოლიგარქები... გიული ალასანიას დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს" - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი ოლიგაქრი ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახია, მათ შორის ექსპრეზიდენტის დედა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გიული ალასანიას დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით. მისი ბიძა არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა. მისი დედა არის ოლიგარქი. დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი.

ის არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის.

ახლა რაც შეეხება მათ მთავარ აღტკინებას, რომ თურმე დეოლოგარქიზაცია დაგვევალა. მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია. ოლიგარქის განმარტება რომ იცოდეთ, ხაზარაძე არის ოლიგარქი, რომელიც ძარცვავდა ბიზნესს.

მეორე ოლიგაქრი არის კეზერაშვილი, რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, ჯარი გაძარცვა და შეჭამა მთავრობის რესურსები... და მესამე, სააკაშვილი, რომელიც ვითომ ერთი ბინით მოვიდა და ასეულობით მილიონი აქვს" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: