ავტორი:

სამ დღიანი წვეულება გარისონში - თბილისის საუკეთესო ბარბერ შოფი იუბილეს აღნიშნავს

სამ დღიანი წვეულება გარისონში - თბილისის საუკეთესო ბარბერ შოფი იუბილეს აღნიშნავს

ცნობილი ბრიტანული სერიალის, “Peaky Blinders” შთაგონებით შექმნილი დიზაინით, კლასიკური ბარბერ შოფის კონცეფციით, პროფესიონალი ბარბერებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი, ბარბერშოფი “გარისონი” უკვე 4 წელია ქართველი მამაკაცებისა თუ უცხოელი სტუმრების საყვარელი თავშეყრის ადგილია.

ბარბერ შოფი, როგორც ცხოვრების სტილი და არა მხოლოდ თავის მოწესრიგების ადგილი - ასე აპოზიციონირებენ “გარისონს” შემქმნელებიც და ამბობენ, რომ ამ მიდგომით ცდილობენ შექმნან კულტურა, ურთიერთობები და განსხვავებული, საინტერესო შეთავაზებებით გაანებივრონ სტუმრებიც.

27, 28 და 29 ივნისს “გარისონი” სამ დღიანი, განსაკუთრებული დაბადების დღისთვის ემზადება. ცოცხალი მუსიკა, სასმელი, გათამაშებები, სააქციო ფასები მომსახურებასა და პროდუქციაზე - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ამ დღეებში აბაშიძის 62 ნომერში დაგხვდებათ. შელბის ოჯახში დიდი წვეულება იგეგმება და გელოდებათ ყველას, ვისაც ამ ოჯახის წევრად გინდათ იგრძნოთ თავი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ადგილზე ან ონლაინ, ფეისბუქ გვერდის მეშვეობით :

https://fb.watch/dOSG7yMo17/

(R)