ავტორი:

"რატომ არ ვახსენებ პუტინს? რა მერე? რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას, ან ხალხს? თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ?" - პრემიერი რომან გოცირიძეს

"რატომ არ ვახსენებ პუტინს? რა მერე? რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას, ან ხალხს? თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ?" - პრემიერი რომან გოცირიძეს

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე უპასუხა რომან გოცირიძის კითხვას, თუ რატომ არიდებს ირაკლი ღარიბაშვილი თავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელის ხსენებას.

"რატომ გაიხადეთ თავი დასაცინად კატარში, როდესაც დაგისვეს შეკითხვა, ენდობით თუ არა პუტინს?! პუტინს რატომ არ ახსენებთ?! "გუგლში" მოვძებნე, 2014 წლის 26 დეკემბერს ახსენეთ ბოლოს პუტინი. ივანიშვილმა დაგავალათ რომ პუტინზე ხმა არ ამოიღოთო?! რატომ აარიდეთ თავი პუტინზე შეკითხვას?!“ , - მიმართა გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს.

"რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს - პუტინს? რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას, ან ხალხს? ან თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ? თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ?“ - უპასუხა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პრემიერმა.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა 21 ივნისს კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. კითხვა მას დისკუსიის წამყვანმა, „ბლუმბერგის“ მთავარმა რედაქტორმა ჯონ მიკლტვეიტმა დაუსვა.