ავტორი:

სტიქია ზუგდიდში - დატბორილია ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები

სტიქია ზუგდიდში - დატბორილია ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები

უხვმა ნალექმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა. მდინარე სინწა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები დაიტბორა.

"რამდენიმე სახლი დაიტბორა. დაბინძურებულია სახლის პირველი სართული. გაფუჭდა ტექნიკა და ავეჯი. დაზიანებულია სახლებამდე მისასვლელ მთავარი ხიდი. დატბორილია ბოსტნები და საკარმიდამო ნაკვეთები", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

უამინდობამ პრობლემები სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა.