ავტორი:

"ზაფხული ცხელი იქნება ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის" - უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი HIMARS-ის სარაკეტო სისტემები ჩავიდა

"ზაფხული ცხელი იქნება ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის" - უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი HIMARS-ის სარაკეტო სისტემები ჩავიდა

უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, HIMARS ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.

რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის,“ - წერს რეზნიკოვი.

ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ უკრაინას ივნისის ბოლომდე HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემდა, კერძოდ, საუბარი იყო 4 ასეთ სარაკეტო დანადგარზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ 4 HIMARS-ის სარაკეტო დანადგარს გადასცემს.