ავტორი:

"ისტორიული დღე - ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ" - პრეზიდენტი

"ისტორიული დღე - ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ" - პრეზიდენტი

ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

"ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ასევე იხილეთ: