ავტორი:

"ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვისაც მშვიდად დაგეძინებათ ამ საღამოს ან მანამდე გეძინათ - მართლა “ბედნიერი” ხალხი ხართ" - ანი წითლიძე

"ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვისაც მშვიდად დაგეძინებათ ამ საღამოს ან მანამდე გეძინათ - მართლა “ბედნიერი” ხალხი ხართ" -  ანი წითლიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანი წითლიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

"ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ამხელა ისტორიულ შანსს გვაკარგინებს, ვისაც კიდევ შეგიძლიათ ბედნიერები იყოთ, გაერთოთ, პირადი გეგმები დაგეგმოთ, ან სულაც ხვალ მშვიდად გახვიდეთ საჯარო სამსახურებში, ვისაც მშვიდად დაგეძინებათ ამ საღამოს ან მანამდე გეძინათ - მართლა “ბედნიერი” ხალხი ხართ და ასი წელი იცოცხლებთ." - წერს წითლიძე "ფეისბუქში".

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცნობით, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოსტან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება". ამის შესახებ შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.