ავტორი:

"ისტორიული შანსი "გავმაზეთ"... თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, სულელი ხართ" - რას წერს ზურა ჯაფარიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

"ისტორიული შანსი "გავმაზეთ"... თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, სულელი ხართ" - რას წერს ზურა ჯაფარიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურა ჯაფარიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ისტორიული სანსი დაკარგა.

"გავმაზეთ ისტორიული შანსი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ - ვერ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც 10 წელია აკონტროლებს აქ ყველაფერს - სულელი ხართ.თუ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით გამოუვიდა და იტოვებთ თუნდაც 0.00000000001% შანსს, რომ გამოასწორებს და დაღმასვლა აღარ იქნება - სულელი ხართ.ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროში - შეუთავსებელია.ეს გვითხრა ევროპამ.ხვალ, 20:00 საათზე რუსთაველზე!

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცნობით, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება". ამის შესახებ შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ასევე იხილეთ: