ავტორი:

"რამდენმა იტირეთ დღეს?... ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი" - ომბუდსმენი ევროსაბჭოს გადაწვეტილებაზე

"რამდენმა იტირეთ დღეს?... ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი" - ომბუდსმენი ევროსაბჭოს გადაწვეტილებაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"რამდენმა იტირეთ დღეს? არაუშავს, დღეს ემოციები გვეპატიება, ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად. საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს! სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს!" - წერს ლომჯარია "ფეისბუქში".

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".