ავტორი:

"საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა - ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში" - ილია დარჩიაშვილი

"საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა - ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში" - ილია დარჩიაშვილი

საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ.

როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, საქართველო დაიბრუნებს დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში.

"ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს!" - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

ასევე იხილეთ: