ავტორი:

"27-ჯერ "დიახ“ - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას" - ოლაფ შოლცი

"27-ჯერ "დიახ“ - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

"27-ჯერ "დიახ“! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას: ევროპის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას. კარგი თანამშრომლობა ევროპულ ოჯახში!“ - წერს ოლაფ შოლცი "ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.