ავტორი:

"არ მომწონს როგორც გამოიყურები, უნდა წახვიდე" - უსახლკარობიდან NBA-ს ვარსკვლავობამდე: ჯიმი ბატლერის ურთულესი ცხოვრება და გზა, რომელმაც წარმატება მოუტანა

"არ მომწონს როგორც გამოიყურები, უნდა წახვიდე" - უსახლკარობიდან NBA-ს ვარსკვლავობამდე: ჯიმი ბატლერის ურთულესი ცხოვრება და გზა, რომელმაც წარმატება მოუტანა

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ დიდ სპორტში მოხვედრა მხოლოდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ფაქტის საპირისპიროდ ვიცნობთ ვარსკვლავებს, რომლებმაც დიდებამდე ეკლიანი გზა გაიარეს.

სპორტულ ასპარეზზე ჭიდილის გარდა, სპორტსმენებს მძიმე ცხოვრებასთანაც უწევდათ ბრძოლა და თუ მათ ნებისმიერ საფეხურზე ფეხი დაუცდებოდათ, შორეულ უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ მძიმე და მტანჯველი წარსულის მქონე ვარსკვლავების ფიზიკური მომზადება და მენტალური მდგომარეობა რამდენიმე ნაბიჯით წინაა სხვა, გათამამებული ბავშვობის მქონე სპორტსმენებზე.

ჯიმი ბატლერზე მოგიყვებით, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი ნახა - ტკივილი, ცრემლები, იმედგაცრუება და და შემდეგ, დიდება, პოპულარობა და დიდი შემოსავალი.

ბატლერი 1989 წელს ჰიუსტონში, ტექსასის შტატში დაიბადა. როგორც წესი, სპორტსმენების აღზრდასა და განვითარებაში უდიდეს როლს მშობლები ასრულებენ. ჯიმის ტრაგიკული ისტორია მის დაბადებამდე დაიწყო. ჯიმის დედა ორსულად იყო, როცა საყვარელმა მამაკაცმა მიატოვა.

ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან ბიჭუნა იძულებული გახდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და თანხის გამომუშავებით დედას დახმარებოდა. კალათბურთს თვალს არ ადევნებდა, რადგან მისი გატაცება ამერიკული ფეხბურთი იყო. რომ არა მთავარი იმედგაცრუება, ალბათ NBA-ს ერთი სუპერვარსკვლავით ნაკლები ეყოლებოდა.

მშობელმა დედამ 13 წლის ასაკში შვილი წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელი მიზეზის გამო თავშესაფარს მიაბარა - "არ მომწონს როგორც გამოიყურები, შენ უნდა წახვიდე". განაგრძეთ კითხვა