ავტორი:

"ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ" - პრემიერი ქართველ ხალხს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ულოცავს

"ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ" - პრემიერი ქართველ ხალხს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ქართველ ხალხს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ულოცავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ "დამსახურებულად მიიღო ის, რაც დაიმსახურა".

"გუშინ იყო ისტორიული დღე, ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. თქვენ ნახეთ, ჩაიწერა საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას.

ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი და ერთგულებისადმი მისწრაფების, ჩვენი შეუპოვრობის, ჩვენი პრინციპულობის, ჩვენი ბრძოლის, ასევე ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც.

ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით სამუდამოდ გაუხსნეს კარი. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ქართველ ხალხს", - პრემიერი.

ცნობისთვის, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება."

ნახეთ ვიდეო: