ავტორი:

"რადიკალური დღის წესრიგის შეცვლა არის ყველაზე მოკლე, მარტივი და სწორი გზა დეპოლარიზაციისთვის" - შალვა პაპუაშვილი

"რადიკალური დღის წესრიგის შეცვლა არის ყველაზე მოკლე, მარტივი და სწორი გზა დეპოლარიზაციისთვის" - შალვა პაპუაშვილი

"რადიკალური დღის წესრიგის შეცვლა არის ყველაზე მოკლე, მარტივი და სწორი გზა იმისთვის, რომ დეპოლარიზაციის კუთხით დასახული მიზნები შესრულდეს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, რადიკალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარება.

"რადიკალური დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს არჩევნების არ აღიარებას, რასაც ვუყურებთ რადიკალური ოპოზიციის სახით. მართალია, ისინი ფიზიკურად წარმოდგენილი არიან პარლამენტში, თუმცა ისინი დღემდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. არ აღიარებენ იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ უთხრა უარი და არ მისცა მათ სახელისუფლებო მანდატი. მათ უნდა აღიარონ ეს არჩევნები, შეეგუონ, რომ ასე ხდება დემოკრატიაში, რომ არჩევნები წყვეტს საკითხს. მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვესმის რუსულ პროექტზე, რაც სამწუხაროდ „გაცვითეს“. საქართველო, რომლის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, იმდენს ამბობენ, რომ გაცვითეს ეს ტერმინები, როდესაც ხდება იარლიყების მიწებება სხვადასხვა ადამიანების მიმართ.

ამავე დროს, ამავე პარლამენტში როგორც კი განაგდებს პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი არჩევნების არ აღიარებას და ყველგან რუსული შეთქმულების ძიების კონცეფციას, იმ მომენტშივე, იმ წამსვე და იმ დღესვე შესაძლებელი ხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა. ამის მოწმე ვართ პარლამენტში, რადგან არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ის რადიკალური დღის წესრიგი არ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.