ავტორი:

"ჩვენ ვაჩვენეთ ღირსება და საბოლოო ჯამში, ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა" - კობახიძე

"ჩვენ ვაჩვენეთ ღირსება და საბოლოო ჯამში, ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა" - კობახიძე

ჩვენ ვაჩვენეთ ღირსება და საბოლოო ჯამში, ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ღირსეული პოზიცია“ დაიჭირა როგორც სახელმწიფომ, ისე ხელისუფლებამ.

"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს, ეს არის სერიოზული პოლიტიკური პრივილეგია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ასევე ყალბი კამპანია წარმოებდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსს უკავშირდება რაიმე ფინანსურ-მატერიალური პრივილეგიები. გუშინაც ვისმენდით ინტერნეტში, თითქოს 5 მილიარდი დაკარგა საქართველომ და ეს არის ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, ამ ორმა ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი "უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიიღო“.

"მაკრონმა თქვა: "უკრაინას არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და არც მოლდოვას“, მაგრამ მიანიჭეს უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გამო, რომ არის ომის მოსაზღვრე ქვეყანა, შესაბამისად, აქვს არეულობის და უსაფრთხოების განსაკუთრებული რისკები. ეს არის მაკრონის სიტყვები. მან ძირითადად ორ ფაქტს გაუსვა ხაზი - ერთი არის ომი და მეორე არის გეოგრაფია. გეოგრაფიას ჩვენ ვერ შევცვლიდით, მაგრამ ომის შეცვლა შეგვეძლო. ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რაც ხდება უკრაინაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.