ავტორი:

"ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ საელჩოები... დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე, გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს" - რას წერს სამადაშვილი

"ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ საელჩოები... დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე, გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს" - რას წერს სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს.

"ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან." - წერს სამადაშვილი "ფეისბუქში".

ინფორმაციისთვის, საქართველის პრემიერ-მინისტრმა გუშინ, პლენარულ სხდომაზე, სალომე სამადაშვილს "ქვეყნის მოღალატე" უწოდა.

მისი თქმით, სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

ასევე იხილეთ: