ავტორი:

1-კვირიანი ვადა ხელისუფლებას "ივანიშვილის მთავრობის გადასაყენებლად" და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - რა მოთხოვნები აქვს მოძრაობას "შინ ევროპისკენ"

1-კვირიანი ვადა ხელისუფლებას "ივანიშვილის მთავრობის გადასაყენებლად" და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - რა მოთხოვნები აქვს მოძრაობას "შინ ევროპისკენ"

წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს სანამ ზამთარი მოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცია - "შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერა.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ "ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“.

მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.

"წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში ქალაქში და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთს ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დიღმელაშვილის გამოსვლისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "წადი“, "გადადექი“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ორგანიზაცია "სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 ივლისამდე აქციის ორგანიზატორები რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს შეკრებენ, 3 ივლისს კი თბილისში "აზვირთდებიან“ და პარლამენტის შენობის წინ დარჩებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანამ არ დაიშლებიან, სანამ "ოლიგარქია არ დაიშლება“.