ავტორი:

"ივანიშვილის ხელის ბიჭმა ამ ბრალდებით რუს ოკუპანტებს ქართველი მებრძოლების დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო" - მამუკა მამულაშვილი პრემიერის განცხადებაზე

"ივანიშვილის ხელის ბიჭმა ამ ბრალდებით რუს ოკუპანტებს ქართველი მებრძოლების დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო" - მამუკა მამულაშვილი პრემიერის განცხადებაზე

"ივანიშვილის ხელის ბიჭმა ამ ბრალდებით რუს ოკუპანტებს ქართველი მებრძოლების დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო" - ასე ეხმაურება "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი პრემიერის განცხადებას, სადაც მან უკრაინაში მებრძოლ ქართველებს "დაქირავებული მოხალისეები" უწოდა.

"ღარიბაშვილმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ პატრიოტ მოხალისეებს დაქირავებულები უწოდა. ჩემი დროის ერთ წამსაც არ დავხარჯავდი ამ არარაობაზე, ჩემი საქართველოს პრემიერ მინისტრი რომ არ იყოს, ამ ბრალდებით პუტინის "ნამესტნიკ" ივანიშვილის ხელის ბიჭმა, ქართველი მებრძოლების ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, რუს ოკუპანტებს მათ დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო.

ასობით ქართველი მოხალისეა ქართულ ლეგიონში, მათი საფიცარი საქართველოა, ისინი უყოყმანოდ გაწირავენ სამშობლოსთვის თავს და რითი პასუხობს მათ ქვეყნის პრემიერ მინისტრი? სიბინძურით, ჭორების გავრცელებით და პირდაპირი ღალატით!

მჯერა ვერც ოკუპანტი და ვერც არარაობა ღარიბაშვილი ქართველი მებრძოლების ტყვედ ჩავარდნას ვერ ეღირსებიან. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი საქართველოში პუტინისტთა მმართველობას მალე დაასრულებს" - წერს მამულაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ღიად თქვა, „აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტი საქართველოში“.

„საჯაროდ გამოვიდნენ მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] მეგობრები, არახამია და დანილოვი, რომელიც არის უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და ღიად თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტი საქართველოში და რომ თურმე მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. ეს იყო მათი აღიარება.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები - ითხოვდნენ, რომ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები, მეორე ის, რომ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მთავრობას უნდა გაგვეშვა მათი დაქირავებული ასე ვთქვათ მოხალისეები. ძვირფასო ოპონენტებო, ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.