ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსეთში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - "ამას უარყოფითი შედეგები ექნება"

როგორ ეხმაურებიან რუსეთში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - "ამას უარყოფითი შედეგები ექნება"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, "უარყოფითი შედეგები" ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ იგი აგრძელებს დსთ-ს აქტიურ ექსპლუატაციას გეოპოლიტიკურ დონეზე, რათა იგი რუსეთის "შეკავებისთვის" გამოიყენოს. არ ფიქრობენ ასეთი ნაბიჯის უარყოფით შედეგებზე", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 23 ივნისს, ევროპის საბჭოს მიერ გამართულ სამიტზე საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.