ავტორი:

"მოსკოვიდან წამოსული განახლებული მუქარის ფონზე, ჩვენ, მეგობრული მოლდოვას გვერდით ვდგავართ" - დმიტრო კულება

"მოსკოვიდან წამოსული განახლებული მუქარის ფონზე, ჩვენ, მეგობრული მოლდოვას გვერდით ვდგავართ" - დმიტრო კულება

რაც რუსეთს დარჩა, არის საფრთხეები სხვა სახელმწიფოების მიმართ, რომელიც აგრესიაზე, იძულებასა და უპატივცემულობაზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მოსკოვიდან წამოსული მუქარის ფონზე, უკრაინა მოლდოვის გვერდით დგას.

"მოსკოვიდან წამოსული განახლებული მუქარის ფონზე, ჩვენ, მეგობრული მოლდოვას ხალხისა და მთავრობის გვერდით ვდგავართ. რაც რუსეთს დარჩა, არის ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ, საფრთხეები სხვა სახელმწიფოების მიმართ, რომელიც აგრესიაზე, იძულებასა და უპატივცემულობაზეა დაფუძნებული. ეს მხოლოდ რუსეთის სისუსტეს აჩვენებს", - წერს კულება.