ავტორი:

ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ზელენსკიმ თანამდებობიდან ელჩები შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველოში - იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში - იური მუშკუ, პორტუგალიაში - ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში - იგორ ოსტაშა.

ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, გადაწყვეტილება ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ უკავშირდება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას.