ავტორი:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში, დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში მას ოჯახის წევრები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დახვდნენ.

"ალუდა საქართველოს თავისუფლებას შეეწირა, ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. დაჭრილი გამოჰყავდა და ტყვია მოარტყეს. საკონტროლო ტყვიაც აქვს დახლილი“, - აცხადებს დაღუპულის ახლობელი.

ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.