ავტორი:

"ეს პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას" - დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ

"ეს პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას" - დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ

დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ.

როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის ფონზე, ეს მკაცრი ახალი ზომა კრემლზე ზეწოლის გასაძლიერებლად იქნა მიღბული.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული აკრძალვა პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას.

"პუტინი ფლანგავს თავის მილევად რესურსებს ამ უაზრო და ბარბაროსულ ომზე. ის აფინანსებს თავის ეგოს როგორც უკრაინელი, ისე რუსი ხალხის ხარჯზე. ჩვენ უნდა შევუმციროთ პუტინის რეჟიმს საკუთარი დაფინანსება. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ოქრო რუსეთის უმსხვილესი არაენერგეტიკული ექსპორტია, რომელიც 2021 წელს რუსეთის ეკონომიკაში 12,6 მილიარდი ფუნტის ღირებულებას შეადგენდა.