ავტორი:

"თუ ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, მაშინ დიდ ბრიტანეთს მისი მიღების პატივი ექნება" - ბორის ჯონსონი

"თუ ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, მაშინ დიდ ბრიტანეთს მისი მიღების პატივი ექნება" - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით ქვეყანაში მიწვევას. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"თუ მას (ზელენსკის) შეუძლია და საჭიროდ მიიჩნევს, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, მაშინ, დიდ ბრიტანეთს, ცხადია, მისი მიღების პატივი ექნება“, - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს G7-ის სამიტზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა თავისი ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ხელმძღვანელობით ამ საშინელ დროს“.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, "The Sunday Times“-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ზელენსკის ქვეყანაში ვიზიტის ორგანიზებას, მათ შორის დედოფალ ელიზაბეტ II-თან შეხვედრას.