ავტორი:

მარნეულში, საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევისას დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულში, საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევისას დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

მომხდარის დროს დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის "იმედის” კლინიკაში განაგრძობენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.ფოტო: "რადიო მარნეული"