ავტორი:

"თქვენ ომში გითრევენ, კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი..." - ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს მიმართავს

"თქვენ ომში გითრევენ, კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი..." - ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მათ ომში ითრევენ.

"მინდა, მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს - როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე ფორმიანებს. თქვენ ომში გითრევენ და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე თებერვალში და გაზაფხულის თვეებში. კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი - თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერია. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და არც საზარბაზნე ხორცები. არ უნდა მოკვდეთ და თქვენ გაქვთ ძალა, არავის მისცეთ უფლება გადაწყვიტოს თქვენს ნაცვლად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ბელარუსის რიგით მოქალაქეებზე.

"ვიცი, რომ ბელარუსი ხალხი მხარს გვიჭერს. მხარს გვიჭერს ჩვენ და არა ომს. სწორედ ამიტომ სურს რუსეთის ხელმძღვანელობას თქვენი ომში ჩათრევა", - განაცხადა ზელენსკიმ.