ავტორი:

"როგორც ჩანს, ივანიშვილმა რაღაც არასწორად გათვალა... პრობლემები აქვს, მაგრამ სისტემური ცვლილებებისთვის მომწიფებული არ არის" - 6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება "პოლიტიკური ევრორემონტი"?

"როგორც ჩანს, ივანიშვილმა რაღაც არასწორად გათვალა... პრობლემები აქვს, მაგრამ სისტემური ცვლილებებისთვის მომწიფებული არ არის" - 6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება "პოლიტიკური ევრორემონტი"?

ევროპის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა, პირობით, რომ თუკი 12-პუნქტიან რეკომენდაციას ისე შევასრულებთ, როგორც ევროკავშირი ითხოვს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ის მაინც გამარჯვებად გამოაცხადა. ბევრი ითქვა იმაზე, რომ ევროპული პერსპექტივა თავისთავად მიღწევაა და რომ არა ომი უკრაინაში, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი რომ გავუშვით ხელიდან ხელისუფლების უმოქმედობით თუ არასწორი მოქმედებით, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. რა შანსი არსებობს ამ ვალდებულებების შესრულებისა და ეფექტიანი იქნება თუ არა 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლებისთვის 3 ივლისამდე ვადის მიცემა, რომ გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ თუ კომპლექსურად შევხედავთ იმ პერიპეტიებს, რომლებიც ბოლო თვეებში ვითარდებოდა, ხელისუფლებამ არათუ არაფერი გააკეთა, რომ შანსი გამოგვეყენებინა და სტატუსი მიგვეღო, არამედ ხშირად, ნებით თუ უნებლიეთ, ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, ასე რომ, ახლა ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული ქვეყნების პოზიციებს ოპოზიციის გამონათქვამები არ აყალიბებს.

მათი დასკვნების საფუძველია საელჩოებისა და დამოუკიდებელი წყაროების მიწოდებული ინფორმაცია. ერთი სიტყვით, ჩვენ რომ ასეთი სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, შორს მიმავალი შედეგებით, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მეტსაც გეტყვით - ხომ ჩანს, რომ ახლაც არაფრის გაკეთებას არ აპირებენ?! ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ამბობს, მე დიდი ბიჭი ვარ, არ ვთამაშობ იმ წესებით, რაც შენს ოჯახშია მიღებული, მაგრამ ისეთი მიმიღე, როგორიც ვარ, შეცვლას არ ვაპირებო.

- ფიქრობთ, რომ მათი უმოქმედობა ან არაწორად მოქცევა განპირობებული იყო ხელისუფლების დაკარგვის შიშით და არა - რუსეთის ინტერესების დაცვით?

- კი ბატონო. მე ამ შეთქმულების თეორიებს არ გავყვებოდი, რადგან ესენი რეალურად არც პრორუსები არიან, არც - პროევროპელები. ისინი მხოლოდ მეთავისეები არიან და თუ მათ ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გარანტიებს რუსეთი მისცემს, რუსეთისკენ გადაიხრებიან, თუ დასავლეთი მისცემს - დასავლეთისკენ. ისე, რუსეთს დასავლეთი ურჩევნიათ, რადგან იქ სწავლობენ მათი შვილები, იქ აქვთ ქონება და ა.შ., მაგრამ თუ დასავლეთი მათ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, არც რუსეთზე იტყვიან უარს.

- ამ ყველაფერში ივანიშვილის როლს როგორ ხედავთ, მის გარეშე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?

- არა, ეს გამორიცხულია! მართალია, მე არ ვიცი, ახლა რა ფორმით მონაწილეობს ივანიშვილი პოლიტიკაში და როგორ მართავს მათ, მაგრამ პრინციპული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ზედამხედველობით მიიღება.

- და რაც ახლა ხდება, მის ინტერესებს შეესაბამება?

- როგორც ჩანს, რაღაც არასწორად გათვალა. ვფიქრობ, ივანიშვილი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. არ ელოდა ასეთ რეაქციებს არა იმდენად ქვეყნის შიგნით, არამედ უფრო დასავლეთში. ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხედავს ამ პრობლემებისგან თავდახსნის გზას. სისტემური ცვლილებებისთვის ივანიშვილი ჯერჯერობით მომწიფებული არ არის. მას მიაჩნია, რომ თუ ახლა დათმობს, მერე უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. ცხადია, ასე არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ასე ფიქრობს. ახლა ის თავს კედელთან მიყენებულად თვლის, ამიტომ განსაკუთრებით სახიფათო ხდება...წაიკითხეთ სრულად