ავტორი:

30 ივნისიდან ბათუმში „ბიბლუსისა“ და „ინტელექტის“ კვირეული იწყება

30 ივნისიდან ბათუმში „ბიბლუსისა“ და „ინტელექტის“ კვირეული იწყება

30 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმში წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსისა“ და გამომცემლობა „ინტელექტის“ კვირეული იწყება. ღონისძიებათა სერია მოიცავს 5 შეხვედრას თანამედროვე ქართველ მწერლებთან, რომელთა შემოქმედებაც ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგად არის ნაცნობი.

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველი შეხვდება ავტორებს, რომლებიც თავიანთ ახალ წიგნებზე ისაუბრებენ. ღონისძიებების განრიგი ასეთია:

· 30 ივნისი - ნენე კვინიკაძე - ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე „პულოვერში“;

· 1 ივლისი - თემურ ელიავა - ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე „ყვავების ფოსტა“;

· 2 ივლისი - ერეკლე დეისაძე - ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე „საქართველოს მოქალაქე“;

· 3 ივლისი - პაატა შამუგია - ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე „არგადარჩენა“;

· 5 ივლისი - ზაზა ხალვაშის წიგნების წარდგენა (წარმდგენი ზვიად კვარაცხელია) – „მუჭში დამალული კენჭები“ და „იქ ჩემთან“.

„ბათუმელი მკითხველი ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდება საყვარელ ავტორებთან შეხვედრას და ვფიქრობთ, რომ პარტნიორ გამომცემლობასთან ერთად დაგეგმილი ეს კვირეულიც საინტერესო იქნება. ვფიქრობთ, მკითხველისა და ავტორების ერთმანეთთან შეხვედრა, აზრების გაცვლა, დისკუსია და მათი ერთმანეთთან დაახლოება ორივე მხარისთვის საინტერესოა, შესაბამისად, ასეთი ღონისძიებათა ციკლი სამომავლოდაც გაგრძელდება,“ - აღნიშნავენ „ბიბლუსში“.

„ბიბლუსი გალერის“ ბათუმის ფილიალი მდებარეობს მემედ აბაშიძის 52 ნომერში. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

R