ავტორი:

"მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვისთვის" - იენს სტოლტენბერგი

"მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვისთვის" - იენს სტოლტენბერგი

"ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე, სამდღიანი სამიტის წინ განუცხადა.

მისი თქმით, სამიტში მონაწილეობას საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ.

"მივესალმები, რომ ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა პირველად შემოგვიერთდებიან ჩვენს სამიტზე. მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.