ავტორი:

ცეცხლში გახვეული შენობა, დაშავებულები და მსხვერპლი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს (ვიდეო)

ცეცხლში გახვეული შენობა, დაშავებულები და მსხვერპლი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს (ვიდეო)

უკრაინაში, პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრი მთლიანად ცეცხლშია.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაბომბვის დროს სავაჭრო ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრი "რუსეთის ჯარს არანაირ საფრთხეს უქმნიდა" და რუსებისთვის "არავითარი სტრატეგიული ღირებულების იყო".

"ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რომელშიც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ცეცხლია, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ შეუძლებელია რომ წარმოიდგინო.

რუსული არმიისთვის ეს არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა, არანაირი სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა. ხალხს მხოლოდ ნორმალური ცხოვრება სურდა, რაც ოკუპანტებს ძალიან აბრაზებს. უსუსურობის გამო რუსეთი უბრალო ადამიანებზე დარტყმებს აგრძელებს. ამაოა მოლოდინი, რომ ისინი გონივრული, ან ჰუმანური იქნებიან", - წერს ზელენსკი.