ავტორი:

ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟი "ლამბორჯინით" მსუბუქ ავტოავარიაში მოყვა (ფოტოები, ვიდეო)

ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟი "ლამბორჯინით" მსუბუქ ავტოავარიაში მოყვა (ფოტოები, ვიდეო)

ბენ აფლეკი10 წლის ვაჟთან, სამუელთან და ასევე, ჯენიფერ ლოპესთან ერთად ძვირადღირებული მანქანების გაქირავების კომპანიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

ყვითელი "ლამბორჯინის" საჭესთან აფლეკის ათი წლის შვილი დაჯდა და მანქანას შეეჯახა

ბენმა ვაჟს ნება დართო ძვირადღირებული მანქანის საჭესთან დამჯდარიყო. "ლამბორჯინი ურუსის" ფასი 230 000$-დან იწყება, ხოლო გასაქირავებელი დღიური ფასი 1.500 დოლარია.

როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მანქანა თეთრ BMW-ს დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ, მამა-შვილმა შეამოწმა დაზიანდა თუ არა რომელიმე ავტომობილი. ბენ აფლეკმა შვილი ანუგეშა და დაამშვიდა.

აფლეკის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო TMZ-ს განუცხადა, რომ ავტომობილები არ დაზიანებულა: "არავინ დაშავებულა და ყველა და ყველაფერი კარგადაა. ისინი კმაყოფილები ჩანდნენ და მანქანების თვალიერება ბედნიერად განაგრძეს. ჩვენი კომპანიისთვის პატივი იქნება, თუ ვარსკვლავები კიდევ გვეწვევიან", - ამბობს გაქირავების კომპანიის წარმომადგენელი.

ოსკარის მფლობელ ბენ აფლეკს, ყოფილ მეუღლე ჯენიფერ გარნერთან სამი საერთო შვილი ჰყავს, 10 წლის სამუელის გარდა, მათ კიდევ ორი - 13 და 16 წლის ქალიშვილები ჰყავთ, სერაფინა და ვაიოლეტი.

<iframe width="1264" height="480" src="https://www.youtube.com/embed/urHEzCrBaoo" title="Moment Ben Affleck's son Samuel, 10, BUMPS his Lamborghini into a BMW" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა