ავტორი:

ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას გეგმავს - სამიტზე დასწრებას აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკიც

ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას გეგმავს - სამიტზე დასწრებას აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკიც

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს მოწვევა მიიღო, რომ ნოემბერში, G20-ის სამიტს დაესწროს, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს.

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით იუწყება.

"დიახ, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მოსალოდნელია ჩვენი მონაწილეობაც (სამიტში). ჯერ კიდევ საკმარისი დროა. ვიმედოვნებ, რომ პანდემია საშუალებას მისცემს ამ ღონისძიების პირადად ჩატარებას“, - განაცხადა თანაშემწემ.

უშაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდონეზიამ მაინც მიიწვია პუტინი სამიტზე, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან ზეწოლისა რუსეთისთვის მოწვევის გაუქმებაზე.

G20-ის ლიდერების სამიტი ბალიში 15-16 ნოემბერს იგეგმება.