ავტორი:

აშშ-ის ქალაქ სან ანტონიოსთან მიტოვებულ სატვირთო ავტომანქანაში 40-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილები სავარაუდოდ, მიგრანტები არიან

აშშ-ის ქალაქ სან ანტონიოსთან მიტოვებულ სატვირთო ავტომანქანაში 40-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილები სავარაუდოდ, მიგრანტები არიან

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მიგრანტები არიან - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, მაგრამ დასძინა, რომ გარდაცვლილთა ეროვნება ჯერ კიდევ უცნობია.