ავტორი:

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი" - ოლაფ შოლცი

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი" - ოლაფ შოლცი

ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში გამართული "დიდი შვიდეულის“ სამიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამიტი ინტენსიური და კონსტრუქციული იყო.

"დავასრულეთ ინტენსიური და კონსტრუქციული დღეები. ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ გადახდილი ეკონომიკური და პოლიტიკურ ფასი გაიზარდოს, “- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერები ასევე დაუპირისპირდებიან "რუსულ ნარატივს", რომ მათ აგრესიას მხოლოდ დასავლეთის ქვეყნები უპირისპირდებიან. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ეს "ეს ასე არ არის".

გერმანიის კანცლერმა ევროპელ ლიდერებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ გარდა ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერისა, საჭიროა დამატებითი თანხის მობილიზება უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის.

”ჩვენ გვჭირდება "მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის, ეს კარგად უნდა დაიგეგმოს და კარგად განვითარდეს“, - აღნიშნა შოლცმა.