ავტორი:

"ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია" - თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა

"ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია" - თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა

თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს "ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გაწევაზე" მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ.

"ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია“, - დასძინა მან.