ავტორი:

"ანუ ესენი პირდაპირ ქართულ მარშს უერთდებიან... მითხარით, რომ ვცდები" - რას წერს თინა ხიდაშელი მმართველი გუნდიდან ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის წასვლაზე

"ანუ ესენი პირდაპირ ქართულ მარშს უერთდებიან... მითხარით, რომ ვცდები" - რას წერს თინა ხიდაშელი მმართველი გუნდიდან ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის წასვლაზე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრი თინა ხიდაშელი "ქართული ოცნებიდან" პოლიტიკოსების წასვლას ეხმიანება.

"ანუ ესენი პირდაპირ ქართულ მარშს უერთდებიან... იგულისხმება სულისკვეთებით, დასავლეთის გინებით და სხვა მსგავსი სანახაობებით. სრულიად ღია ომის გამოცხადებას ჰგავს ეს დასავლეთისთვის და მითხარით, რომ ვცდები" - წერს ხიდაშელი "ფეისბუქში".

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდის წევრებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ "ქართული ოცნება" დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ იმით ახსნეს, რომ მმართველი გუნდის პირობებშ არ ეძლეოდათ საშალება, საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ის ინფორმაციები, სიმართლე რაც, მათი აზრით, ხა;ხმა "აუცილებლად უნდა იცოდეს".

ასევე იხილეთ: