ავტორი:

"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან" - სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან

"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან" - სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიემართება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სურდა ნაკლები ნატო რუსეთის საზღვრებთან და ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს.

"უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან. ასე რომ ის, რასაც იღებს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას "ფანტასტიკური სიახლე" უწოდა.

"შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩვენს ბრწყინვალე ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის", - დაწერა ჯონსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ნახეთ ასევე;