ავტორი:

"ომის უმძიმესი, მესამე ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - რას ჰყვება უკრაინელი პოლიტოლოგი?

"ომის უმძიმესი, მესამე ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - რას ჰყვება უკრაინელი პოლიტოლოგი?

"ომის უმძიმესი ფაზა იწყება... ოკუპანტები მათ ხელთ არსებულ ყველა სამხედრო არსენალს გამოიყენებენ" - ომის მესამე ფახა უკრაინაში: რას ჰყვება ადგილობრივი პოლიტოლოგი?

"ომის უმძიმესი ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - ომის მესამე ფახა უკრაინაში: რას ჰყვება ადგილობრივი პოლიტოლოგი?

უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები, რომელთა სამიზნეც უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობაა, ნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის ომში მესამე ფაზა წამოიწყო...

ადგილობრივი მედია წერს, რომ ზოგ შემთხვევაში, რუსულ სამხედრო ძალებს დაბალი პროფესიონალიზმის გამო შეცდომებით მოსდით, თუმცა ბოლო დროს სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ.

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერებმა სამხედრო დანაშაულად შეაფასეს. იმავე სამიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინი, მისი გარემოცვა და ყველა მისი მომხრე მომხდარში დამნაშავეა და ამისთვის პასუხს აგებენ.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე რუსული სარაკეტო თავდასხმის ადგილის დათვალიერებისკენ მოუწოდა.

"მე ვთავაზობ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის ამ ტერორისტული აქტის ადგილზე ან სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნონ, ან გაეროს გენერალური მდივანი, ან სრულუფლებიანი კომისია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ეს საშუალებას მისცემს გაეროს "დამოუკიდებლად გაარკვიოს ინფორმაცია და დაინახოს, რომ ეს ნამდვილად იყო რუსული სარაკეტო დარტყმა".

უკრაინელი პოლიტოლოგი, კავკასიოლოგი იაროსლავ პილიპჩუკი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, უკრაინის ომის მესამე ფაზა დაიწყო, რომელიც ბევრად მძიმე იქნება.

- ჩვენს ქალაქებზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს. სპეციალურად მიიტანეს შეტევა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელიც სავსე იყო მშვიდობიანი ადამიანებით. ახლა უკვე მხოლოდ სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე კი არა, ფრონტისპირა ქალაქებში არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებზეც მიაქვთ იერიში, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დემორალიზებას ემსახურება.

ახლა ყველანაირ შეიარაღებას, მათ ხელთ არსებულ სამხედრო არსენალს გამოიყენებენ. ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი რაკეტები გამოაგორეს. "ისკანდერები" უმთავრდებათ. არადა, ამ ტიპის შეიარაღების წარმოებისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ მასალას იყენებდნენ... ახლა ბელარუსი უგზავნის რუსეთს თავის სათადარიგო საბრძოლო მასალას, ჯერჯერობით რა მასალაზეა საუბარი, დაკონრეტული არ არის.

- არსებული ცნობებით, ბოლო შეტევები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა... ანუ ოკუპანტი საომარ ზონას აფართოებს?

- დიახ, ასე გამოდის, უკრაინას, ფაქტობრივად ორ სახელმწიფოსთან უწევს ომი, მასშტაბებსა და საბრძოლო პროცესებშია განსხვავება... ახლა ისინი დიდი ქალაქებზე შეეცდებიან მასშტაბურ შეტევებს. ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკისა და ბახმუტისთვის. ამასთან, რუსეთიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ასათვისებლად მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს. ამას რუსეთი პირველად ხომ არ აკეთებს?

ასე რომ, ომის ყველა ფაზა საშინელი იყო, ახლა კიდევ ერთი, უმძიმესი ფაზა იწყება. თუმცა, საბედნიეროდ, მარტო არ ვართ. რუსეთის სახე მთელმა მსოფლიომ ნახა და ჩვენი ხალხის უდიდესი თავდადებისა და თავგანწირვის, ჩვენი მოხალისეების თანადგომის, ერთიანობის ფასად, იმედია, რუსეთის მრავალთავიანი ურჩხული უკრაინაში დამარცხდება. თუმცა, სამწუხაროს, ეს მოკლე დროში ვერ მოხდება...