ავტორი:

"პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა" - ბორის ჯონსონი

"პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა" - ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში "გიჟურ, მაჩო ომს“ არ დაიწყებდა.

"პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის გიჟურ, მაჩო ომს,“- აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ის, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, „ტოქსიკური მასკულინიზმის“ მაგალითია.

"თუ გინდათ ტოქსიკური მასკულინიზმის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინაში“, - აღნიშნა ჯონსონმა.