ავტორი:

"ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის გზავნილი სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლური გზავნილები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია" - ბელგიის პრემიერი

"ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის გზავნილი სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლური გზავნილები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია" - ბელგიის პრემიერი

გასულ კვირას, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გავუგზავნეთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს არის სიმბოლური გზავნილები, მაგრამ სიმბოლური გზავნილები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრუმ მადრიდში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის გაგზავნილი გზავნილი ნიშნავს, რომ ევროკავშირი ღიაა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც მის ღირებულებებს იზიარებენ.

"ეს გზავნილი აჩვენებს, რომ ღია ვართ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩვენი ღირებულებებით არიან შთაგონებულები, თავისუფალი, ღია საზოგადოების ღირებულებებით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ცხოვრება. ვიცით, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და მოითხოვს ბევრი რეფორმის გატარებას,“- აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.