ავტორი:

"ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა" - სააკაშვილის ადვოკატი

"ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა" - სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ვიზუალური თვალსაზრისით ყოფილი პრეზიდენტი მძიმედ გამოიყურება.

როგორც ბასილაიამ კლინიკა "ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს.

"ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და ველოდებით ექსპერტების დასკვნას. პოლიტიკური პატიმრობა, რასაც თვალს ვადევნებთ, უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში“, - განაცხადა ბასილაიამ.