ავტორი:

"ძალიან ემოციურია... გოლს რომ გავიტან, შესაძლოა, იტიროს კიდეც" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია მის რჩეულ გოგონაზე: ფეხბურთელის გულახდილი ინტერვიუ

"ძალიან ემოციურია... გოლს რომ გავიტან, შესაძლოა, იტიროს კიდეც" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია მის რჩეულ გოგონაზე: ფეხბურთელის გულახდილი ინტერვიუ

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ფანები თითქმის მთელ მსოფლიოში ჰყავს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბოლო თამაშების შემდეგ ხვიჩა სხვადასხვა გამოცემების მთავარ გვერდს იკავებს და მისი შესაძლებლობების შესაფასებლად ჟურნალისტები საქებ სიტყვებს არ იშურებენ.

თუმცა აქამდე არასოდეს დაწერილა ახალგაზრდა ფეხბურთელის პირად ცხოვრებაზე. ამჯერად კვარაცხელიამ გადაწყვიტა საკუთარი რჩეულის შესახებ ესაუბრა. მან ინტერვიუ ამ თემაზე ნობელ არუსტამიანის Youtube-ს მისცა:

- ხვიჩა, მოგყვება შენი შეყვარებული იტალიაში?

- ის სწავლობს და სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს...

- გვითხარი, როგორ გაიცანი ის?

- ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ.

- რამდენად ხშირად სწერთ ერთმანეთს და კონტაქტობთ? თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხშირად სხვადასხვა ადგილას გიწევთ ყოფნა...

- ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს...წაიკითხეთ სრულად sportall.ge-ზე