ავტორი:

დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერ-შეტევებისგან თავის დაცვისთვის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება - რას წერს აღნიშნულთან დაკავშირებით ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერ-შეტევებისგან თავის დაცვისთვის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება - რას წერს აღნიშნულთან დაკავშირებით ბორის ჯონსონი

ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე" წერს.

როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში.

"ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ.

დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში", - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

ასევე იხილეთ: