ავტორი:

პუტინის მუქარა ფინეთსა და შვედეთს - რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს

პუტინის მუქარა ფინეთსა და შვედეთს - რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში ოფიციალურად მიწვევის ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ მოსკოვი ანალოგიურად უპასუხებს, თუ ნატოს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში განლაგდება.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, პუტინის თქმით, მისი საბოლოო მიზანია მთლიანი დონბასის რეგიონის „გათავისუფლება“.

ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე კომენტირებისას კი კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ესხმის.