ავტორი:

ისრაელის ქნესეთი დაიშალა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ნოემბერს გაიმართება

ისრაელის ქნესეთი დაიშალა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ნოემბერს გაიმართება

ისრაელის ქნესეთმა თვითდაშლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქნესეთის დაშლის სასარგებლოდ ხმა 92-მა კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ მეხუთე არჩევნები გაიმართება, რომელიც 1-ელი ნოემბრისთვის დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს 1-ელი ივლისიდან საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს და ის ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ ახალი კოალიციის ჩამოყალიბებამდე დარჩება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნაფტალი ბენეტი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.