ავტორი:

რატომ ირჩევენ ოპტიმოს მცირე და საშუალო ბიზნესები?

რატომ ირჩევენ ოპტიმოს მცირე და საშუალო ბიზნესები?

თუ გსურთ, თქვენი ბიზნესი მუდმივი წარმატებისა და განვითარების გზაზე იდგეს, მის სამართავად არჩევანი ისეთ პროგრამაზე უნდა შეაჩეროთ, რომელიც მოგაწვდით სწორ ინფორმაციას ობიექტზე არსებულ მდგომარეობაზე და დაგეხმარებათ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოგებისა და შემოსავლების გასაზრდელად.

პროგრამა, რომელიც თქვენი მარჯვენა ხელი იქნება ბიზნესის სწორად მართვის საკითხში და დიდწილად მის წარმატებასაც განსაზღვრავს არის ოპტიმო. ეს არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს თქვენი საქმის შესახებ არსებულ ყველა ინფორმაციას და გაწვდით სტატისტიკის და ანალიტიკის სახით.

მაღაზიის პროგრამა ოპტიმო უპირველესად გეხმარებათ აღრიცხოთ, მართოთ და აკონტროლოთ მარაგები, იცოდეთ რა სახეობისა და რაოდენობის პროდუქტი გაქვთ დარჩენილი საწყობში და დახლებზე. ანუ თქვენ ყოველთვის ხართ საქმის კურსში, რომელი პროდუქტით უნდა შევასოთ მარაგი სასწრაფოდ, რომელი იყიდება ყველაზე კარგად და რომელმა ვერ გამოიწვია მომხმარებლის ინტერესი. შესაბამისად, აღარ დაუთმობთ მაღაზიაში თაროს და საწყობში ადგილს ისეთ პროდუქციას, რომლის გაყიდვებიც მოიკოჭლებს.

გარდა ამისა, კიდევ რა ინფორმაციას იძლევა ოპტიმო?

შესყიდვები - ოპტიმოს დახმარებით შეგიძლიათ აკონტროლოთ შესყიდვები თქვენს ობიექტზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, გქონდეთ წვდომა ინვოისებზე, შესყიდული პროდუქციის ღირებულებასა თუ რაოდენობაზე.

გაყიდვები - ოპტიმო აღრიცხავს გაყიდვებს და ანალიტიკის სახით გაწვდის ინფორმაციას მოგების, შემოსავლების შესახებ. გარდა ამისა, მისი მეშვეობით მარტივია გამოიკვეთოს, რომელია ბესტსელერი პროდუქტი, დღის რა მონაკვეთია ყველაზე აქტიური გაყიდვების თვალსაზრისით და როდის სჭირდება ობიექტს დახმარება და წახალისება გაყიდვების სტიმულირებისთვის.

წვდომა ზედნადებებზე და მათი კორექტირება - ოპტიმო გაძლევთ წვდომას ზედნადებებზე მაშინაც კი თუ თქვენი ბიზნესისგან ფიზიკურად შორს იმყოფებით, გარდა ამისა, შეგიძლიათ rs.ge - ზე მოახდინოთ ზედნადებების ატვირთვა - კორექტირებაც.

ოპტიმოს განსაკუთრებული უპირატესობა ის არის, რომ მისი მეშვეობით შეგიძლიათ ბიზნესი დისტანციურადაც კი მართოთ. ანუ, მაშინაც კი თუ ფიზიკურად თქვენი ობიექტიდან შორს იქნებით, ყველა ინფორმაციაზე გექნებათ წვდომა მობილურით ან ლეპტოპით ისევე, როგორც ადგილზე ყოფნისას.

თუ დაინტერესდი ოპტიმოთი ეწვიე საიტს optimo.ge, მოითხოვე დემო და დაელოდე წარმომადგენლების ზარს, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდის შენთვის საჭირო კითხვებზე.

ოპტიმოს დაყენება არ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს ან დროს. მხოლოდ ერთი დღე სჭირდება მოწყობილობის დაყენებას, რის შემდეგაც 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ გამოიყენებ ოპტიმოს. დააკვირდები მუშაობის პრინციპს, დატესტავ და შემდეგ დაიწყებ თანამშრომლობას. თვეში სულ რაღაც 40 ლარი გექნება გადასახდელი იმისთვის, რომ მუდმივად ხელი გედოს შენი ბიზნესის მაჯის ცემაზე, არ გამოგეპაროს მნიშვნელოვანი დეტალები და წინსვლისთვის დგამდე შემდეგ ნაბიჯებს.

(R)