ავტორი:

რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში - გენშტაბი უახლეს ცნობებს ავრცელებს

რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში - გენშტაბი უახლეს ცნობებს ავრცელებს

დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარები კონცენტრირებული არიან ლისიჩანსკის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ალყაში მოქცევაზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას და ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს იმისთვის, რომ დაბლოკოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ლოგისტიკური მხარდაჭერა.

„ლისიჩანსკის მიმართულებით მტერი ქვემეხებიდან და არტილერიიდან ბომბავს ჩვენს პოზიციებს სივერსკის, ბელოგოროვსკის, ლისიჩანსკის და ვოლჩოიაროვკას დასახლებების ტერიტორიებზე. ისინი ცდილობენ კონტროლის დაწესებას ბახმუტ-ლისიჩანსკის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მაგრამ უშედეგოდ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, პარალელურად მტერმა გააძლიერა სამხედრო მოქმედებები კრამატორსკის მიმართულებით.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ხარკოვის მიმართულებით, რუსეთმა კონცენტრირება მოახდინა დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების დაჯგუფებაზე.

„მტერი ახორციელებს ადრე ოკუპირებული ხაზების დაცვას და სისტემატურად დაბომბავს უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებს მათი მოქმედებების შესაჩერებლად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, მტრის ჯარები აგრძელებენ თავდაცვას, გადაჯგუფებას და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას.

„აგრესორმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ჯარების პოზიციებს დოლინასთან, მაზანოვკასთან, დიბროვნოესთან, გრუშუვახასთან, ადამოვკასთან, გუსაროვკასთან და ივანოვკასთან,“ - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, მტერი არტილერიიდან ბომბავს ბერესტოვოს, იაკოვლევკას, ვოზროჟდენიეს და მაიორსკის დასახლებული პუნქტების ტერიტორიებს.