ავტორი:

"ქალაქში აღმოჩენილია კიდევ ერთი საერთო საფლავი, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული" - მარიუპოლის მერის მრჩეველი

"ქალაქში აღმოჩენილია კიდევ ერთი საერთო საფლავი, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული" - მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლში კიდევ ერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საფლავების აღმოჩენა ყოველკვირეულად ხდება, მაგრამ ოკუპანტები არ ახორციელებენ ექსჰუმაციას და ხელახლა დაკრძალვას.

"ნანგრევების ქვეშ ნაპოვნია ახალი მასობრივი საფლავი ლევობერეჟნის რაიონში, კიევის ქუჩაზე. ისევ 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი. დაკრძალვაზე ისევ არ არის საუბარი", - წერს ანდრიუშჩენკო.

მისი თქმით, მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია. საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად გატაცებულია აღდგენის სურათის შექმნით, რომ ხელახლა დაკრძალვის დრო აღარ რჩება.

„ქუჩების დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცევა,“ - წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი.